უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დღეისათვის, მზად არის კონტრშეტევის დასაწყებად. ამის შესახებ ზელენსკიმ WSJ-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მიმაჩნია, რომ დღეს მზად ვართ ამისთვის (კონტრშეტევისთვი). ვისურვებდით, რომ ზოგი რამ გვქონდეს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამას თვეობით ველოდოთ.
ჩვენ გვჯერა წარმატების, მე არ ვიცი, რამდენი დრო დაგვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა იმუშაონ რუსეთის იზოლაციისათვის.