არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს გულწრფელად ვესაუბრე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ინაუგურაციის ფარგლებში, რამდენადაც ეს შესაძლო იყო, გულწრფელად ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს და ნათელია, რომ ეს საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, არგენტინაში ვიზიტისას ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელიც 8 დეკემბერს პარიზში ვიქტორ ორბანს შეხვდა.
ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია. მისი განცხადებით, 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.
ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინიდან აშშ-ში ჩავა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება.