"ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება."
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა და განმარტა, რომ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან დეკემბერში ელოდნენ.
„ვესაუბრე დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრს პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებაზე და სავსებით კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მეომრებს აუცილებელი შედეგების მისაღწევად. მადლობელი ვარ გაგებისთვის და დახმარებისთვის. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ევროკავშირის ერთიანობის საკითხებიც – უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების კონტექსტში. უკრაინა ყველა ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ ეს. დღეს უკრაინის რადამ მიიღო აუცილებელი კანონები ევროკომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისად ანტიკორუფციულ და ეროვნული უმცირესობების უფლებების სფეროში. გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნები – კონკრეტულად, ნაციონალურ უმცირესობებთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება. ჩვენ გვქონდა შვიდი რეკომენდაცია – ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენგან დეკემბერში ელოდნენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.