უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ხავიერ მილეის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს.
ზელენსკი ბუენოს-აირესში ჩასვლამდე კაბო-ვერდეს ეწვია და პრემიერს ესაუბრა. არსებული ინფორმაციით, დღეს საღამოს ბუენოს-აირესში ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.
52 წლის ხავიერ მილეი ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატია. არჩევნებში მან ამომრჩევლის თითქმის 56%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა. თანამდებობაზე მილეი 2027 წლამდე დარჩება.