უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის კურსკის ოლქში 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებას აკონტროლებენ.
„უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას კურსკის რეგიონის გარკვეულ რაიონებში. დღეისათვის ჩვენი ძალები აკონტროლებენ მტრის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებას.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების განმტკიცებას, გარკვეული სფეროების სტაბილიზაციას და უკრაინისთვის გაცვლითი ფონდის შევსებას“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ოპერაცია იყო „ყველაზე დიდი ინვესტიცია“ უკრაინელების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების პროცესში.
„ჩვენ უკვე მივიღეთ ყველაზე მეტი რუსი ტყვე ერთ ოპერაციაში და ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი და ჩვენი მოქმედებები გრძელდება“, - აღნიშნა მან.