უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს მიმართავს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დააჩქარონ.
„ძალიან გთხოვთ. ომს შვებულება არ აქვს, საჭიროა გადაწყვეტილებები, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა”, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ ალექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს მიმართავს.