უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში ჩატარებულმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ რუსეთთან ომში რაიმე "წითელი ხაზის" არსებობის კონცეფცია გააქარწყლა.
მისი თქმით, ომის შედეგი დამოკიდებულია გაბედულ ნაბიჯებზე, როგორც უკრაინის, ისე მისი მოკავშირეების მხრიდან.
„ჩვენ უაღრესად მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილების მომსწრენი ვართ. კერძოდ, რუსეთთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული "წითელი ხაზების" მთელი გულუბრყვილო, მოჩვენებითი კონცეფცია ომის შესახებ, რომელიც ზოგიერთი პარტნიორის შეფასებებში დომინირებდა, ამ დღეებში სადღაც სუჯას მახლობლად გაქარწყლდა. ამ ომში ყველაფერი მხოლოდ გამბედაობაზეა დამოკიდებული - ჩვენს გამბედაობაზე, ჩვენი პარტნიორების გამბედაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები სინქრონიზდნენ ჩვენთან ამ გადაწყვეტილებაში და მაშინ რუსეთს არ დარჩება სხვა ნაბიჯი, გარდა სამართლიანი მშვიდობისა“, – განაცხადა მან უკრაინის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ოპერაცია მოკავშირეებისგან ფარულად მომზადდა:
"მოკავშირეებს რომ სცოდნოდათ რუსეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ, მას "წითელ ხაზებს" შორის ყველაზე "წითელი ხაზის" გადაკვეთას უწოდებდნენ და ამიტომ ოპერაცია მოკავშირეებისგან ფარულად მომზადდა".