უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი კურსკში დასახულ მიზნებს აღწევს.
მისივე თქმით, უკრაინელებმა რუსი სამხედროები ტყვედ კიდევ აიყვანეს.
"დასახულ მიზნებს ვაღწევთ, ჩვენი სახელმწიფოსთვის ტყვეების გაცვლის ფონდში მორიგი მატებაც გვაქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, უკრაინის მთავარი მიზანია "გაანადგუროს რუსეთის რაც შეიძლება დიდი პოტენციალი და მაქსიმალურად აწარმოოს კონტრშეტევა", ბუფერული ზონის შესაქმნელად.