უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ–ის ყოფილ ლიდერ დონალდ ტრამპს, რომელიც წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, "არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება".
„ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, დონალდ ტრამპი იყოს პუტინის მხარეს. ეს წარმოუდგენელია", – განაცხადა მან.
ზელენსკის შეფასებით, ტრამპს, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტად კვლავ არჩევის შემთხვევაში უკრაინაში მიმდინარე ომს ერთ დღეში დაასრულებს, "არ ესმის პუტინის მიზნები".
"ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ იგი შეხვედრია მას, მაგრამ ტრამპს არასოდეს უბრძოლია პუტინთან. ამერიკის არმიას არასოდეს უბრძოლია რუსეთის არმიასთან. არასოდეს... მე ეს კარგად მესმის. ვფიქრობ, მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.