უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
"ჩვენ ველოდებით ემანუელ მაკრონის უკრაინაში ჩამოსვლას და ის აქ იქნება. როდის იქნება ის - უსაფრთხოების მიზეზების გამო, კონკრეტულ თარიღს არ ვამბობ, ეს მალე იქნება," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან დაამატა, რომ მაკრონის ვიზიტით, "უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კიდევ რამდენიმე დეტალი გამოჩნდება: მნიშვნელოვანი, ახალი."
"თუ არტილერიაზე ვსაუბრობთ, ემანუელმა იცის, რომ ჩვენ მადლობელი ვართ CAESAR-ის სისტემებისთვის, ის კარგად მუშაობს... ჩვენ ველით რამდენიმე ათეულ საარტილერიო სისტემას საფრანგეთის მხრიდან და ჩვენი პარტნიორებისგან. ჯერ კიდევ არის რაღაცები, მაგრამ მათ შესახებ მოგვიანებით. როცა ჩამოვა," - განაცხადა ზელენსკიმ.