უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებმა კიევს ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადასცეს.
„ჩვენს პარტნიორებთან დადებული მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეთანხმებების შესრულება გრძელდება. ჩვენ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ასევე ახალი, თანამედროვე საზენიტო სისტემები მივიღეთ. ჩვენი მეგობრების მადლობელი ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას ზრდის:
„თავდაცვის შიდა წარმოების გასაზრდელად ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოაქვს. თვეში ექვსი Bohdana-ს საარტილერიო სისტემის დონემდე ავედით და ჩვენ შესაძლებლობების გაზრდის შემდგომ გზებს ვხედავთ".