უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
ზელენსკის თვითმფრინავი, წითელი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ჯიდაში დაეშვა, სადაც მას დახვდნენ საუდის არაბეთის ოფიციალური პირები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და ელჩი კიევში.
„მნიშვნელოვანი და ენერგიული შეხვედრა მის აღმატებულებასთან და საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრთან, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და საუდის არაბეთს შორის, აღვნიშნეთ ჩვენი წინა შეთანხმებების განხორციელების კარგი დინამიკა და გუნდების ეფექტური თანამშრომლობა. ჩვენ გავაგრძელებთ“. - დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადება, მისი მოსალოდნელი შედეგები და მათი შესაძლო განხორციელება და უკრაინის რეალური მშვიდობის მოახლოება.
ამასთან, მხარეებმა აზრები გაცვალეს საერთაშორისო ვითარებაზე და მისი განვითარების პერსპექტივა.
„უკრაინა მადლიერია საუდის არაბეთის მხარდაჭერისთვის, ჩვენ ვაფასებთ მისი უმაღლესობის სურვილს, დაეხმაროს მშვიდობის სწრაფ აღდგენაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.