ევროპა რუსეთთან ომისთვის მზად არ არის, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტის, ქრისტიან ამანპურის შეკითხვას უპასუხა.
„მე მათ [ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს] ძალიან მკაფიოდ და გულწრფელად ვუთხარი: თუ გახსოვთ, რა მოხდა უკრაინაში 2014 წელს, ჩვენი ხალხი ომისთვის, ყირიმის და დონბასის ნაწილის სწრაფი ოკუპაციისთვის მზად არ იყო. და შემდეგ, თითქმის რვა წლის განმავლობაში, ხალხმა ასეთი აგრესიისთვის მზადება დაიწყო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა კონფლიქტის შესაძლებლობისთვის მომზადებული არ ყოფილა.
„და მე მჯერა, ღმერთმა არ ქნას, რუსეთის მხრიდან თქვენს წინააღმდეგ ახალი თავდასხმები არ გვქონდეს, რომ დღეს ევროპაში არ არის სახელმწიფო, რომელიც შეჭრისთვის მზად იქნება, არა იმიტომ, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ან უკეთესები ვართ, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მთელი ეს წლები გვქონდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.