„აქ არის წარმოდგენილი ჩინეთი. ეს ძლიერი სახელმწიფოა, რომელზედაც რუსეთი მთლიანადაა დამოკიდებული. ჩინეთს რომ მართლაც ნდომებოდა ამ ომის დასრულება, ის აიძულებდა რუსეთს შეეწყვიტა შეჭრა" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია. მაგრამ ჩინეთი დუმს და გვერდზე არის გაწეული მაშინ, როცა მას შეუძლია მშვიდობისთვის იმოქმედოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.