ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დიდი შვიდეულის სამიტზე ყატარის ემირთან შეხვედრის და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს გააკეთა.
დიდი შვიდეულის სამიტზე აშშ-ირანის შეთანხმების განხილვის გაგრძელებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას „არასდროს აინტერესებდა რეჟიმის შეცვლა“ და ეს არ ყოფილა თეირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კამპანიის მიზანი. ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი რაოდენობით მაღალ თანამდებობებზე ამდენი ახალი პირის გამოჩენას რეჟიმის ფაქტობრივად შეცვლად მიიჩნევს.
„ერთადერთი, რაც ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“ და შეთანხმება ეს გაცხადებულია „მკაფიოდ და ნათლად“.
ტრამპის თქმით, თუ ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებას შეეცდება, მის თავზე „ჯოჯოხეთი დატრიალდება“.
„მე არ მჯერა რეჟიმის ცვლილების. და წლების განმავლობაში ვუყურებდი რეჟიმის ცვლილებებს“. არასდროს არ ამართლებს. არასდროს მუშაობენ. „ეს სწორად <ბუნებრივად> უნდა მოხდეს“, - თქვა ტრამპმა და დასძინა:
„თქვენ რეჟიმის შეცვლაზე საუბრობთ. მე არასდროს მაინტერესებდა რეჟიმის შეცვლა. ეს არასდროს ყოფილა მისი < თეირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კამპანიის > ნაწილი. მაგრამ ვფიქრობ, რეჟიმის ცვლილება ხდება“ - და ეს თქვენზე ყველაზე უკეთ იცით - იმიტომ, რომ „პირველი ჯგუფი - ყველა მკვდარია. მეორე ჯგუფი - მკვდარია. მესამე ჯგუფის ნაწილი - გაქრა“ და ამჟამად ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც, ვფიქრობ, ძალიან რაციონალურები არიან. მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ისინი არიან ძლიერი ადამიანები, ჭკვიანი ადამიანები. ვფიქრობ, სინამდვილეში ისინი უფრო სხარტი აზროვნების და მახვილი გონების ადამიანები არიან, ვიდრე <იყვნენ> პირველ და მეორე ჯგუფში“ და გარდა ამისა, „ისინი არ არიან რადიკალიზებული და ისინი, იცით თქვენ, ცდილობენ დაეხმარონ თავიანთ ქვეყანას“.




