აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა განაცხადა.

"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში კვირაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მაღალი რისკის შემცველი შეხვედრების სერიას გამართავს, რომელიც გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან და უკრაინის, არგენტინისა და ევროკავშირის ლიდერებთან ორმხრივი მოლაპარაკებებით დაიწყება", - განაცხადა კაროლინ ლივიტმა.

მისი თქმით, მრავალმხრივ სამიტზე ტრამპი კატარის, საუდის არაბეთის, ინდონეზიის, თურქეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და იორდანიის ლიდერებს შეხვდება", ­- წერს Reuters.