უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მოსალოდნელია დიდი რაოდენობა შეხვედრები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ ისაუბრა ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინებზე.

"ჩვენ მოვამზადეთ უსაფრთხოების გარანტიების საფუძველი, რომელთა მისაღებადაც ევროპა მზადაა, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქ იქნება.

ჩვენ ბევრი დისკუსია გვქონდა, სხვადასხვა დონეზე დიალოგი შედგა, მათ შორის ჩვენი არმიებისა და გენერალური შტაბების ხელმძღვანელობასთან ევროპელებთან და ამერიკელებთან.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს და შეთანხმდნენ, რომ შესაბამის საკითხებს ნიუ-იორკში ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე განვიხილავდით.

მსურს, თავად მივიღო ეს სიგნალები, რომლებიც მიუთითებს, თუ რამდენად ახლოს ვართ იმასთან, რომ ყველა პარტნიორისგან მიღებული უსაფრთხოების გარანტიები სწორედ ის იქნება, რაც გვჭირდება", - განაცხადა ზელენსკიმ.