ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების საინფორმაციო სააგენტო telegraaf-ი ავრცელებს.
ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავი ვაშინგტონთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარეში ჩავარდა. თვითმფრინავის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა, ვერტმფრენის ეკიპაჟი სამი ადამიანისგან შედგებოდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია 19 დაღუპულის შესახებ. ნიდერლანდური telegraaf-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის 30-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი.
სამაშველო ოპერაცია მდინარეში სიბნელეში მიმდინარეობს. წყლის ტემპერატურა ოდნავ აღემატება ნულ გრადუსს, - წერს telegraaf-ი