უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, რუსეთს აქვს უპირატესობა ადამიანურ რესურსებისა და სამხედრო წარმოების მობილიზებაში. ამის შესახებ ვალერი ზალუჟნი CNN-ისთვის დაწერილ სვეტში წერს.
ზალუჟნის აზრით, უკრაინამ აქცენტი უნდა გააკეთოს ტექნოლოგიურ სიახლეებზე, დრონებსა და უპილოტო აპარატებზე, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს დაზოგოს ცოცხალი ძალა და თავიდან აირიდოს პოზიციური ომის ეტაპზე გადასვლა, რომელშიც ЗСУ-ს უპირატესობა არ ექნება.
ამასთანავე ზალუჟნის თქმით, ახალი ტექნოლოგიები ამ ომის მხოლოდ ერთ ასპექტს წარმოადგენს, მაშინ როდესაც სანქციების რეჟიმის სისუსტის გათვალისწინებით რუსეთს კვლავ შეუძლია სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მობილიზება.
"ჩვენ უნდა ვაღიაროთ რუსეთის უპირატესობა ადამიანური რესურსების მობილიზებაში და დავინახოთ კონტრასტი უკრაინაში არსებულ ვითარებასთან, ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს არ შეუძლიათ მობილიზაციის მოცულობის გაზრდა არაპოპულარული ზომების გარეშე",- წერს ზალუჟნი.
ЗСУ-ს მთავარსარდალი აკრიტიკებს უკრაინაში არსებულ სამართლებრივ ბაზას და სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ნაწილობრივ მონოპოლიზაციას, რაც მისი აზრით კიდევ უფრო ზრდის უკრაინის დამოკიდებულებას დასავლელ პარტნიორებზე.