უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მან საჰაერო ძალებს წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი A-50 და სამხედრო თვითმფრინავი Ил-22 ჩამოაგდეს", - ამბობს ზალუჟნი.
მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ღამით რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50 ჩამოაგდეს, Ил-22 კი დააზიანეს.
მომხდარზე რუსი პროპაგანდისტებიც წერენ. მათი ცნობით, A-50 აზოვის ზღვაში ჩავარდა. მისი 15-კაციანი ეკიპაჟი კი დაღუპულია. მათივე ინფორმაციით, Ил-22 ანაპაში დაბრუნდა. ორივე ხომალდის საერთო ღირებულება 360 მილიონი დოლარია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხომალდების ჩამოგდებაზე არაფერს ამბობს.