ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე გადაწყვეტილი აქვს თანამდებობიდან გადააყენოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი და შესაძლოა შესაბამისი განკარგულება მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოსცეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვალერი ზალუჟნის სავარაუდო გადაყენების შესახებ მიმდინარე კვირას უკრაინულ მედიებთან ერთად, რამდენიმე დასავლურმა გამოცემამ დაწერა.
CNN-ის ცნობით, 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ აცნობა ზალუჟნის, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა შესაბამის განკარგულებას ხელი ჯერ არ მოაწერა.
ზალუჟნის შემცვლელების შესაძლო კანდიდატურებს შორის ყველაზე ხშირად სამხედრო დაზვერვის დირექტორი, კირილო ბუდანოვი და ЗСУ-ს სახმელეთო ჯარების სარდალი, ალექსანდრ სირსკი სახელდებიან.
31 იანვარს CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხებს, რომ ЗСУ-ს მთავარსარდლად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ამერიკულ ტელეარხთან არ ისაუბრებს.