მშვიდობისკენ გზა არის სიძლიერე, სისუსტე ასაზრდოებს ომს, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას და ამავე დროს გავზრდით ევროპულ თავდაცვას, – ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში თავდაცვის საკითხზე სამიტის დაწყებამდე სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
"გზად ლონდონისკენ, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მიმდინარე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომელსაც შეუძლია, შედეგად მოიტანოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. მშვიდობისკენ გზა არის სიძლიერე. სისუსტე ასაზრდოებს ომს. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას და ამავე დროს გავზრდით ევროპულ თავდაცვას", – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
On my way to London to highlight Europe’s ongoing support to Ukraine that can lead to just and lasting peace in Ukraine.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 2, 2025
The path to peace is strength.
Weakness breeds more war.
We will support Ukraine, while undertaking a surge in European defence.