უნგრეთი დაბლოკავს ევროპული სამშვიდობო ჩარჩოდან ევროპის ქვეყნებისთვის 6,5 მილიარდ ევროს კომპენსაციის გადახდას უკრაინაში იარაღის მიწოდებისთვის მანამ, სანამ კიევი კვლავ არ მისცემს „ლუკოილს" უკრაინის გავლით უნგრეთში ნედლი ნავთობის თავისუფლად გადატანის საშუალებას, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ ATV Hírado-სთან ინტერვიუში
უნგრეთმა და სლოვაკეთმა ერთობლივად აღძრეს საქმე უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების დარღვევის გამო და შეიქმნა ღია და პატიოსანი უნგრულ-სლოვაკური ალიანსი.
ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ უკრაინას არ შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ენერგორესურსების ტრანზიტი უკრაინის გავლით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ახლა სიტუაცია ისეთია, რომ ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის, უნგრეთის და სლოვაკეთის ენერგომომარაგებას საფრთხე ექმნება უკრაინის მხრიდან, ვინაიდან ნედლი ნავთობის იმპორტის 33 პროცენტი აქ და დაახლოებით 45 პროცენტი სლოვაკეთში რუსული „ლუკოილიდან" უკრაინის გავლით წარმოებს.
ვფიქრობ, ევროკომისია ახლა მძიმე მდგომარეობაშია, რადგან უკრაინა არღვევს უკრაინასთან ადრე დადებულ შეთანხმებას. ბრიუსელში ძალიან რთული იქნება იმის უარყოფა, თუ რა არის აქ რეალობა, მით უმეტეს, რომ კომიტეტი დროში შეზღუდულია. ამიტომ ახლა აუცილებელია გაირკვეს, შეუძლია თუ არა ევროკომისიას ევროპული ქვეყნების ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით, ასეთ კრიტიკულ საკითხების წარმოქმნისას.
მე ასევე ნათლად განვაცხადე, რომ სანამ ამ საკითხს უკრაინა არ გადაჭრის, ყველამ უნდა დაივიწყოს ევროპული სამშვიდობო ფონდის 6,5 მილიარდი ევროს ოდენობით თანხიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სანაცვლოდ კომპენსაცია, რადგან წარმოუდგენელია ჩვენ შეიტანოთ წვლილი, უკრაინა კი საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს უსაფრთხოებას.
ჩვენ ვმუშაობთ, რათა, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელები არ იმოქმედებენ, რა სამართლებრივი და ტექნიკური გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად, თუმცა ვითარება კრისტალურად ნათელია და ევროკომისიამ უნდა აიძულოს კიევი, კვლავ მისცეს „ლუკოილს" უკრაინის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების უფლება, - განაცხადა პიტერ სიარტომ.




