აღნიშნული ჯამე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. იგი XIX საუკუნით თარიღდება და წარმოადგენს ქართული საკულტო არქიტექტურის მხატვრულ ნიმუშს.
პროექტით გათვალისწინებული ცოკოლის სართულის კედლები აღდგა ტრადიციული ქვის წყობით, მოეწყო სადრენაჟო სისტემა და ჰიდროიზოლაცია. დაზიანებული ხის მასალები აღდგა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით. არსებული ორნამენტული დეკორები აღდგა არსებული ნიმუშების მიხედვით.
მსგავს მეჩეთებს ძირითადად აჭარელი და ლაზი ოსტატები აშენებდნენ. მხატვრული ორნამენტებითა და გაფორმებით ისინი წარმოადგენენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მათზე შეხვდებით სიცოცხლის ხის მოტივებს - ბორჯღალოს, ვაზის ორნამენტებს, რომლებიც უნიკალურია.




