ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით წერს.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 2024 წლის თებერვალთან შედარებით დეკემბრისთვის იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომელიც მზადაა ზიდოს ომის ტვირთი მანამ, სანამ საჭირო იქნება, 2024 წლის თებერვალთან შედარებით 16%-ით არის შემცირებული.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ომის დაწყებიდან 2024 წლის თებერვლამდე უკრაინელთა 71-73% აცხადებდა, რომ მზად იყოს ომის ტვირთი მანამ ეზიდა, სანამ სანამ ეს საჭირო იქნებოდა, 2024 წლის დეკემბრისთვის კი ასეთთა რაოდენობა 57%-ს შეადგენს.
სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ დაიკვირვება პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება ოჯახის სიმდიდრეს და სიმტკიცის ზღვარს შორის. კერძოდ, იმ რესპონდენტთა 70%, რომლებიც შეძლებულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, აცხადებს, რომ მზადაა ზიდოს ომის ტვირთი, სანამ საჭირო იქნება. საშუალო შეძლების რესპონდენტებში ეს მაჩვენებელი 58%-მდე მცირდება,ნაკლებად შეძლებულებში კი 51%-მდე.