ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების საინფორმაციო საგენტოები აქვეყნებენ.
მოსამართლე ხუან მერჩანმა, რომელიც პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსის გაჩუმების სანაცვლოდ მოსყიდვის საქმეს ხელმძღვანელობს, უარყო ტრამპის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ და განაცხადა, რომ განაჩენს 10 იანვარს, 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ათი დღით ადრე გამოიტანდა.
მოსამართლის თქმით, ტრამპის გადასაწყვეტია, გამოცხადდება იგი სასამართლო პროცესზე თუ ვირტუალურად მიიღებს მასში მონაწილეობას ოღონდ მან მან მისთვის სასურველი ფორმის შესახებ მოსამართლეს 5 იანვრამდე უნდა აცნობოს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ სასამართლოს კანონით არ მოეთხოვება სასჯელის შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მიღება მანამ, სანამ მხარეებს და ბრალდებულებს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას არ მისცემს, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია განვაცხადო სასამართლოს განზრახვის შესახებ, არ შეუფარდოს საპატიმრო ღონისძიება", - წერს მოსამართლე განჩინებაში.
მოსამართლემ ადრე უკვე უარყო ტრამპის ადვოკატების შუამდგომლობები როგორც საქმის დახურვის, ასევე ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ განაჩენის გამოცხადების შესახებ. ბოლოს მას ტრამპის ადვოკატებმა 3 დეკემბერს მიმართეს და ბაიდენის მიერ თავის შვილის შეწყალების დროს გამოყენებული არგუმენტის (საქმეში პოლიტიკური ელემენტების არსებობა) ტრამპის ბრალდების საქმესთან მისადაგების მოტივით მოითხოვეს საქმის დახურვა, საოლქო პროკურორმა კი მას განაჩენის მას შესთავაზა განაჩენი არ გამოეტანა 2029 წლამდე, თუმცა მოსამართლე ამჯერადაც შეუვალი აღმოჩნდა.
ეს ვარიანტი უფრო „ნაკლებად სასურველია, ვიდრე 2025 წლის 20 იანვრამდე განაჩენის გამოტანა. მიზეზები აშკარაა. თუმცა, თუ სასამართლო ვერ შეძლებს განაჩენის გამოტანას ბრალდებულის ფიცის დადებამდე, მაშინ ეს შეიძლება იყოს ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი ვარიანტი“, - ამბობს მერჩანი.