ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე გამოცხადდა.

 ვიტალი ჭოლარიას და ქრისტინე სორდიას ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 5 გოგონა ხანძარს ემსხვერპლა. 

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელში ცეცხლის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბ-ნ ვიტალი ჭოლარიას და ქ-ნ ქრისტინე სორდიას,  მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.


ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.


აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა. " - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.