უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ეპიფანემ, კიევის პეჩორის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად არქიმანდრიტი აბრაამი (ლოტიშა) დაადგინა, რომელიც უწინ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და კიევის პეჩორის ლავრის წინამძღვრის, მიტროპოლიტ პავლეს მოადგილე იყო.
▪️ მიტროპოლიტმა ეპიფანემ ასევე სთხოვა უკრაინის ხელისუფლებას ნება მისცენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ლავრის ტერიტორიაზე აღასრულოს ღვთისმსახურება და დაიწყოს სამონასტრო ცხოვრება. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის მთავრობა დაიცავს ლავრას და მის წინამძღვარს.
▪️ არქიმანდრიტმა აბრაამმა ლავრის საძმოს მიმართა და მოუწოდა დარჩნენ მონასტერში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში.
▪️ "გულწრფელად უნდა ვაღიაროთ - ჩვენმა ყოფილმა წინამძღვარმა და სასულიერო ხელმძღვანელობამ მიტროპოლიტისა და წმინდა სინოდის სახით, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოაყალიბეს ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით. დიალოგის ნაცვლად - ჩაკეტილობა და მუქარები. იმის ნაცვლად რომ გულწრფელად და საბოლოოდ გაწყვეტილიყო მოსკოვისადმი დაქვემდებარება, რომელსაც ომისკენ მივყავართ - ბუნდოვანი და სანახევრო გადაწყვეტილებები და განცხადებები მივიღეთ, რომლებსაც ყველა საკუთარი შეხედულებით განმარტავდა. მართლმადიდებელთა ერთობის და შერიგების გზების ძიების ნაცვლად - შუღლის გაღვივება და წინააღმდეგობა", - განაცხადა არქიმანდრიტმა აბრაამმა.
▪️ მან ასევე თქვა, რომ ლავრის ტერიტორიიდან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის განსახლებაში ხედავს "უფლის განგებას და მოწოდებას ყველა ჩვენგანისადმი ვაღიაროთ ახალი კანონიკური რეალობა, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობა უკრაინაში, რომელიც მოგვეცა ავტოკეფალიის ტომოსით".
➡️ წყარო - https://bit.ly/3M0Qzik