აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ კანადის ეროვნული ჰიმნი მოსწონს და კანადა, როგორც 51-ე შტატი, მას შეინარჩუნებს. ტრამპი ასევე ოთხი ერის თასის ფინალზე კანადელი გულშემატკივრების მიერ აშშ-ს ჰიმნზე სტვენის ატეხვას შეეხო და თქვა, რომ ისინი, "საბოლოოდ, ეროვნულ ჰიმნს შეაქებენ". ამის შესახებ ტრამპმა რესპუბლიკელი გუბერნატორების ასოციაციის (RGA) შეხვედრაზე ილაპარაკა.
"მათ მოუწევთ ავტომობილებზე, ხე-ტყეზე, ნავთობზე და გაზზე და ა.შ. ტარიფების გადახდა. ისინი თავიანთი პროდუქტების 95%-ს ჩვენგან იღებენ. ვფიქრობ, რომ 51-ე შტატი უნდა გახდნენ. თქვენ გესმოდათ, რომ ხალხმა ეროვნულ ჰიმნზე სტვენა ატეხა, მაგრამ მგონია, რომ, საბოლოოდ, ეროვნულ ჰიმნს შეაქებენ.
ამაზე რაღაც გარიგება უნდა შევიმუშაოთ, რადგან მე მომწონს "O, Canada". მშვენიერი რამ არის. ვფიქრობ, მოგვიწევს, რომ ის 51-ე შტატისთვის დავტოვოთ". - თქვა ტრამპმა.