ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ რესპუბლიკურ პარტიასთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის დახმარების განბლოკვის შესახებ არ გაჭიანურდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, იმიგრაციის კონტროლზე, უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების დამტკიცებაზე მოლაპარაკებებში "ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის."
"მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა წინ წაიწიოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი ზომები. მოლაპარაკებები რა თქმა უნდა გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ეს სწრაფად იქნება... ვთხოვთ რესპუბლიკელებს კონგრესში, არ დავაყოვნოთ ეს. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა სპიკერმა.
მან გაიხსენა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის ფრონტზე კრიტიკულია.
ჟან-პიერმა დასძინა, რომ პრეზიდენტი რეგულარულად ესაუბრება კონგრესის ლიდერებს და ბოლო წლებში ამერიკის კონგრესმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაწილეობით, ბევრი "ასეთი ორპარტიული შეთანხმება" მიიღო.
ამ საკანონმდებლო პაკეტზე შეთანხმება, ასევე ქვეყნის ბიუჯეტის მიღება 19 იანვრამდეა აუცილებელი, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყნის პარალიზება.