ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი თეთრი სახლიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ ისრაელის პასუხი იყო „არაპროპორციული და არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს“.
შეერთებულ შტატებში ლიდერთა სამიტზე „ამერიკული პარტნიორობა ეკონომიკური აყვავებისთვის" სამიტზე მყოფი ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. პრეზიდენტებს თავიანთ გამოსვლებში გამოსვლებში კონფლიქტის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრიათ, მაგრამ თეთრი სახლიდან გამოსვლის შემდეგ ბორიჩი აცხადებს, რომ „ის, რაც ღაზის სექტორში ხდება, უბრალოდ მიუღებელია“.
„მინდა მკაფიოდ ვიყო: როგორც ჩილეს და ჩილელი ხალხის პრეზიდენტი, მე უყოყმანოდ ენერგიულად და კატეგორიულად ვგმობ „ჰამასის" ტერორისტულ თავდასხმებს. ჩვენ ვითხოვთ ყველა მძევლის გათავისუფლებას“.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირის დასაწყისში ბორიჩის ადმინისტრაციამ ისრაელსა და „ჰამასს" შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გაიწვია თავისი ელჩი ისრაელში.