ჩინეთის საგარეო უწყება იმუქრება მკაცრი ნაბიჯებით, თუ ტაივანის პრეზიდენტი აშშ-ში კონგრესის სპიკერს კევინ მაკკარტის შეხვდება. 

"ამგვარი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი პროვოკაცია, მორიგი საბოტაჟი ტაივანის სრუტეში სტაბილურობისა და მშვიდობის საწინააღმდეგოდ",- ნათქვამია ჩინეთის მთავრობის ტაივანის დეპარტამენტის განცხადებაში.

სახალხო რესპუბლიკის ამგვარი რეაქცია ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინგ-ვენის გეგმებმა გამოიწვია - თვითმმართველი კუნძულის ლიდერი აშშ-ში 10-დღიანი ვიზიტით მიემგზავრება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობის პირთან გეგმავს შეხვედრას.

"ამ ვიზიტით მსურს კიდევ ერთხელ გავაჟღერო გზავნილი, რომ ტაივანი დაიცავს საკუთარ თავისუფლებას და დემოკრატიას",- განაცხადა ცაი ინგ-ვენმა ტაიპეიდან გამგზავრებამდე.

ტაივანის პრეზიდენტი 2 ღამით ნიუ-იორკში დარჩება, ხოლო შემდეგ კი გვატემალასა და ბელიზში გაემგზავრება, ორივე სახელმწიფო იმ 13 ქვეყანას შორისაა, რომელიც აღიარებს ტაივანის სახელმწიფოებრიობას.

ცაი, რომლის მეორე საპრეზიდენტო ვადა მომდევნო წელს იწურება 30 მარტს მიიღებს ჰუძონის ინსტიტუტის გლობალური ლიდერების ჯილდოს. წარსულში ამ ჯილდოს მფლობელები არიან, რონალდ რეიგანი და იაპონიის ყოფილი პრემიერი, სინძო აბე.