მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ.
„მაცხოვრის საფლავის გარშემო არის ყველანაირი განცდა. არის განვლილი მარხვის პერიოდის და აღდგომის მოლოდინის სიხარულის რაღაც ერთად შერწყმა. ამ დღეში და ამ წუთებში ერთად იყრის თავს ყველანაირი განცდა.
მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის. ილოცეთ საქართველოსთვის, საქართველო მოიხსენიეთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის. ეს არ გვავიწყდებოდა, ყოველთვის ვაგრძელებდით ამას. ზუსტად ეს ის წუთები არის ხოლმე, როდესაც საქართველოს ვახსენებდით და ვავედრებდით ღმერთს. მშვიდობას საქართველოში“, - აღნიშნა მან.









