ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ის საგამოძიებო კომიტეტის შენობაში იმყოფება, რომელიც მაზმანიანის 5 ნომერში მდებარეობს“, - აღნიშნა მელიქიანმა.

სომხური მედიის ინფორმაციით,  ვაჰაგნ ჩახალიანი „კამკის“ ინიციატივის ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში.

 ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო.

2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.