სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ცემენტის იმპორტზე სახელმწიფო გადასახადის გაზრდის შესახებ

27 მაისს, სომხეთის ეროვნულმა კრებამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ცემენტის იმპორტზე სახელმწიფო გადასახადის გაზრდის შესახებ.

საუბარია „სახელმწიფო გადასახადის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტზე. კერძოდ, შემოთავაზებულია იმპორტირებულ ცემენტზე გადასახადის გაზრდა 2-დან 8 ათას დრამამდე ტონაზე.

სომხური მედიის ინფორმაციით, იმპორტირებულ ცემენტზე 14 ათასი დრამის გადასახადი 2021 წელს დაწესდა. ამავდროულად, კლინკერზე (ცემენტის ნედლეული, რომელიც დაქუცმაცებას ექვემდებარება) გადასახადი 2 ათას დრამს შეადგენდა ტონაზე.

„აიპრესის“ მიერ ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბევრად მეტი რაოდენობით ცემენტი შემოაქვს, ვიდრე გააქვს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი და აზერბაიჯანი არიან, ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა კი სომხეთია. საქართველოდან ცემენტის ექსპორტი სომხეთში წარმოებს.

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტირებულია 2020 ტონა პორტლანდცემენტი.