დღეს, ერევანში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავდნენ სომხური კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, ექსპორტიორები და ტვირთების გადამზიდავები. ისინი საქართველოს საზღვარზე ალკოჰოლური სასმელების გადაზიდვასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას აპროტესტებდნენ და ვითარების გამოსასწორებლად ზომების დაუყოვნებლივ მიღებას.

სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეკრებილებს ეჭირათ სომხეთისა და საქართველოს დროშები, ასევე პლაკატები წარწერით „ხელები შორს სომეხი მწარმოებლისგან“. ისინი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. მომიტინგეთა თქმით, საქართველოს გავლით რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მიმავალი ტრანზიტული ტვირთები საზღვარზე დამატებით შემოწმებას გადის.

პროშიანის ქარხნის ექსპერტის, გაიანე პოღოსიანის თქმით, მის კომპანია საქართველოს საზღვარზე პრობლემებს 18 აპრილიდან აწყდება. ექსპორტიორები ამბობენ, რომ იძულებითი შეფერხების გამო ზარალს განიცდიან და სომხეთის ხელისუფლებისადმი მიმართვებმა შედეგი არ გამოიღო.

საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა და მას არ აქვს ჩვენი პროდუქციის ანალიზის ჩატარების უფლება; ეს პროვოკაციაა საქართველოს მხრიდან, ჩვენ კი სუსტები ვართ და ვერ ვეუბნებით: ძმაო, რატომ საქართველოს პროვოკაციაა და ჩვენ სუსტები ვართ, არ შეგვიძლია ვთქვათ: „ძმაო, რატომ გვაპროვოცირებ? რატომ არ უშვებ ჩვენს სატვირთო მანქანებს რუსეთში? - აცხადებდნენ პროტესტის მონაწილეები.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ საქართველო სომხეთისადმი მეგობრულად განწყობილი ერთ-ერთი ქვეყანაა და მას არ შეიძლება ჰქონდეს რამე მისი საწინააღმდეგო, პროტესტის მონაწილემ უპასუხა:

„დღეს ჩვენ მეგობრები არ გვყავს, არავინ დაიჭერს სუსტი ქვეყნის მხარეს. პრემიერ-მინისტრს ტელეფონი უნდა აეღო, დაერეკა და ეთქვა: „ძვირფასო ძმაო, ძვირფასო ქართველო, რატომ არ უშვებ ჩვენს სატვირთო მანქანებს დანიშნულების ადგილამდე?“ ეს მარტივი კითხვაა და არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. პრემიერ-მინისტრი სისუსტეს იჩენს“.

სომხური კონიაკის მწარმოებლების მიერ საქართველოს საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს წამოჭრილ საკითხებს ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლის დროს შეეხო ფრაქცია „სომხეთის“ წევრი, გარნიკ დანიელიანი.

„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ალკოჰოლის ექსპორტიორი ჩვენი თანამემამულეების ტვირთი საქართველოში კვირების განმავლობაში რჩება და ლუქებს ხსნიან, სავარაუდოდ, ნიმუშების ასაღებად, რისი უფლებაც მათ არ აქვთ. „ასობით, თუ არა ათასობით, თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა, ჩვენი მეწარმეები კი საკმაოდ დიდ ჯარიმებს იხდიან რუსეთის ფედერაციასთან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან დადებული შეთანხმებების თანახმად“, - თქვა მან და ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, თუ რა ნაბიჯები იდგმება პრობლემის მოსაგვარებლად.

ეკონომიკის მინისტრმა გევორკ პაპოიანმა განაცხადა, რომ უწყება ზომებს იღებს სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად, მაგრამ თუმცა, მას არ შეუძლია ახსნას საზღვარზე ამ დამატებითი შემოწმების მიზეზი.

„ბიზნესმენები საქართველოს საელჩოსთან პროტესტს მართავენ, რადგან ესმით, რომ პრობლემა სომხეთის მთავრობაში არ არის. შეიძლება უახლოეს მომავალში კვლავ ვესტუმრო საქართველოს და ამ საკითხზე ადგილზე ვისაუბროთ. კონიაკისა და სპირტის საკითხი კვლავ გადაუჭრელია და მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი ბიზნეს სუბიექტები ამ საკითხში მართლები არიან, - თქვა პაპოიანმა.

სომხური მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებს სომხეთში საქართველო ელჩი, გიორგი შარვაშიძე შეხვდა და შეჰპირდა მათ, რომ უახლოეს მომავალში ოფიციალური თბილისი განცხადებას გააკეთებდა.

კონკრეტული თარიღები არ გამოცხადებულა. არავინ იცის, როგორი იქნება განცხადება, თავადაც კი არ იციან. ისინი დაუკავშირდნენ ოფიციალურ თბილისს და ახლა, ჩვენსავით, იქიდან პასუხს ელოდებიან; ელჩმა გვითხრა, რომ როგორც მას საქართველოდან აცნობეს, მათ ჰქონდათ უფლება აეხსნათ ლუქები, აეღოთ ნიმუშები და გაეგზავნათ ანალიზისთვის, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.