აგრესიის მსხვერპლს თავის დაცვის უფლება აქვს, - ასე ეხმიანება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ამერიკული ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ომში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ჩართვასა და რუსული რაკეტებით მასირებულ იერიშს იმ ენით უპასუხა, რომელიც ვლადიმირ პუტინს ესმის - უკრაინისთვის დასავლური რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნით.
აგრესიის მსხვერპლს თავის დაცვის უფლება აქვს. სიძლიერე აკავებს, სისუსტე კი ახალისებს", - წერს სიკორსკი.
Na wejście do wojny żołnierzy Korei Północnej i zmasowany nalot rosyjskich rakiet Prezydent Biden odpowiedział w języku, który W.Putin rozumie - zdjęciem ograniczeń na użycie przez Ukrainę zachodnich rakiet.
— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) November 17, 2024
Ofiara agresji ma prawo się bronić.
Siła odstrasza, słabość prowokuje.
ცნობისთვის, New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯო ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინელ სამხედროებს, გამოიყენონ ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.