გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანიის და მოკავშირეების მიზანია რუსეთის აგრესია უკრაინაში სრულად ჩაფლავდეს. ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
"იმისთვის, რომ ომი დასრულდეს აუცილებელია რუსეთის აგრესია უკრაინაში ჩაფლავდეს. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად კოორდინაციაში. ეს მოიცავს საჰაერო თავდაცვის ისეთ სისტემებს როგორიცაა IRIS-T და Patriot, საარტილერიო დანადგარებს, ქვეითებისთვის განკუთვნილ ჯავშანტრანსპორტიორებს. ეს ყველაფერი გერმანიის ისტორიულ გარდატეხის წერტილის გერმანიის უსაფრთხობისა და საგარეო პოლიტიკის ნაწილში",- განაცხადა შოლცმა.
შოლცმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გასული 11 თვის განმავლობაში გერმანიამ შეძლო დაეძლია რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება, რასაც მთელ მსოფლიოში სკეპტიკურად უყურებდნენ.