ღაზის სექტორის სამხრეთში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე ვრცელდება.
მათი ცნობით, დიპლომატი 13 დეკემბერს დაიღუპა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ღაზის სექტორის სამხრეთით რაფაში ისრაელის ძალების დაბომბვის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა.
დიპლომატი საფრანგეთის გენერალური საკონსულოს ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ორ სხვა კოლეგასთან და მათ ოჯახებთან ერთად ცხოვრობდა.
სახლი 13 დეკემბერს ისრაელის მიერ დაიბომბა, რის შედეგადაც დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის ხელისუფლებას მიმართავს რაც შეიძლება სწრაფად მოეფინოს ნათელი დაბომბვასთან დაკავშირებულ გარემოებებს.