რუსმა ოკუპანტებმა გუშინ, ზაპოროჟიეზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს რაკეტა ესროლა.

დარტყმები იყო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

"11 მაისს, 1:30 საათზე, ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. მსხვერპლი არ ყოფილა", - წერს პროკურატურა.