კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებმა ღამით დედაქალაქის გარშემო გაანადგურეს მოწინააღმდეგის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი. 3 მაისის ღამეს კიევსა და უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქზე შეტევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში ეს იყო რუსეთის მესამე საჰაერო შეტევა, რისთვისაც მტერმა ირანული "შაჰიდის" დრონები გამოიყენა.