უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ოთხშაბათს დილით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში მდებარე სუპერმარკეტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მინისტრ იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის ერთადერთი ჰიპერმარკეტი, რომელიც ხერსონში ფუნქციონირებდა. დაღუპულები და დაშავებულები ჰიპერმარკეტის კლიენტები და თანამშრომლები არიან.

უკრაინის სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ეს არის სამშენებლო ჰიპერმარკეტი და წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი ოთხია.

იგი დნეპრიდან ორ-ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რომელიც ახლა ფრონტის ხაზია.