უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია.
ჩერკასის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იგორ ტაბურეცის თქმით, დაღუპული ბავშვები 10 წლის არიან. დაშავებულია კიდევ 18 ადამიანი, მათ შორის 11 საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მაშველებმა 17 მოქალაქე სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
28 აპრილს, გამთენიისას რუსეთმა ჩერკასის ოლქის ქალაქი უმანი დაბომბა.