21 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის არაერთი რეგიონი დაბომბა. განგაში უკრაინის ყველა რეგიონში იყო გამოცხადებული.
ღამის განმავლობაში დაიბომბა კიევის, ხარკოვის, ლვოვის და ჩერკასის რაიონები.
კიევის დაბომბვის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი, დაჭრილებს შორის არის 9 წლის ბავშვი, რომელიც დედასთან ერთად მაშველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. არც ერთი დაბომბილი შენობა არ წარმოადგენდა სამხედრო ინფრასტრუქტურას. განადგურებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, კიევის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ხარკოვის ოლქში 6 ჭურვი აფეთქდა, დაზარალებულები არ არიან, განადგურებულია რამდენიმე შენობა.
ჩერკასში ჭურვი სასტუმროს დაეცა, რომელშიც 23 ადამიანი იმყოფებოდა, ნანგრევებიდან მსუბუქი დაზიანებებით ამოიყვანეს 10 დაზარალებული. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.