უკრაინული მედიის ინფორმაციით, 12 დეკემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან ქალაქ ხერსონის ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი დაშავდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქი 32-ჯერ დაბომბეს და 128 ჭურვი გამოიყენეს.
აფეთქებები იყო ხერსონში, სადოვოში, ანტონოვკაში, პრიდნეპროვსკისა და ზელენოვკაში.
გასული 24 საათის განმავლობაში ხერსონის რეგიონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.