რუსული ძალების მიერ პოლტავის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი იტყობინება.
“თავდასხმის შედეგად, 18:00 საათის მდგომარეობით, ცნობილია გარდაცვლილი 51 ადამიანისა და 200-ზე მეტი დაჭრილის შესახებ. ნაწილობრივ დანგრეულია კავშირის ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა, საავადმყოფო და ახლომდებარე სახლები”, - ნათქვამია შეტყობინებაში.
სამართალდამცველების ცნობით, 3 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს უკრაინის ქალაქ პოლტავაზე, წინასწარი ინფორმაციით, 2 “ისკანდერ-მ” რაკეტით.
4 სექტემბრიდან პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.