წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესთან დაკავშირებით, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში 12:30 საათზე პარაკლისს აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"2026 წლის 1 ივნისს, 10:00 საათზე, წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესთან დაკავშირებით, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში, ღია ტრაპეზზე შესრულდება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. წირვას აღასრულებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) მღვდელმთავრებთან ერთად.

🔸12:30 საათზე პარაკლისს აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III."- ნათქვამია ინფორმაციაში.