2 სექტემბრის საღამოს რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
დნეპრში რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის თქმით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი.
"სამწუხაროდ მივიღეთ ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და 3 დაჭრილის შესახებ დნეპრში. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს". – თქვა ლისაკმა.
ოკუპანტებმა ასევე იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე. შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი, ასევე დაშავებულია 2 მოქალაქე.
"დაახლოებით 23:00 საათზე, რუსეთმა ქალაქი დაბომბა. სამწუხაროდ 2 ადამიანი, დაიღუპა, მათ შორის 8 წლის ბავშვი. ასევე დაჭრილია 12 წლის გოგონა, რომელიც ამ წუთებში რეანიმაციაში იმყოფება". – თქვა ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის უფროსმა ივან ფედოროვმა.