პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან საზეიმო ღონისძიება იმართება.

სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები საზეიმო მსვლელობას გამართავენ, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

ღონისძიებაში შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობენ.