რუსეთის კურსკის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.
"უკრაინულმა დრონებმა კურსკის ოლქის სამ რაიონში ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუტიეს. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება", – წერს რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი სოციალურ ქსელში.
რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.
ბოლო პერიოდში კურსკის ოლქზე დრონებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა ენერგოობიექტები. სექტემბერში, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს.